დღეს 14 აპრილს სოფ.ქოსალარის საჯრო სკოლაში ა.(ა).ი.პ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი”ს საბიბლიოთეკო სამსახურის ორანიზებით, გაიმართა “დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება”
ღონისძიებაზე ქოსალარის სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები.
გამოფენილ იქნა მოსწავლეების ხელით შესრულებული ნამუშევრები.
აღსანიშნავია სოფ.ქოსალარში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს,ამ ფონზე დღევანდელი დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან ბავშვებმა არაჩველებრივად წაიკითხეს ქართული ნაწარმოებები
საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნელი მაისურაძემ სოფ.ქოსალარის სკოლას საჩუქრად “ ბასილ მელიქიშვილის” წიგნები უსახსოვრა.
ღონისძიება მუსიკალრად გააფორმა ფოლკლორის სამსახურის გოგონათა ანსაბლ “ათინათიმ”
ხელმძღვანელი: ხათუნა თავართქილაძე
ღონისძიებას ესწრებოდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გიორგი წიკლაური ა.(ა).ი.პ თეთრიწყროს კულტურისა და სპორტის ცენტრი”ს დირექტორი დავით ყაზახაშვილი და დირექტორის მოადგილე ბექა ჯანხოთელი სამსახურის უფროსებთან ერთად.




