ორი მაროკოს მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ორი მაროკოს მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან:
- 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ.
- 1984 წელს დაბადებული მ.ა.
🔹 ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ და ჯგუფურად გადმოკვეთეს.
👉 ორივე პირი დაკავებულია ბრალდებულის სტატუსით.
📌 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლისა და დაცვის მიზნით ინტენსიურ ღონისძიებებს.