რუსთაველ სპორცმენს ლაშა გურულს კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს
ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ლაშა გურულმა (65 კგ) მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გარანტირებულად მოიპოვა. გურულს ნახევარფინალში 12 სექტემბერს მოუწევს გამოსვლა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ფინალში მოხვდება.
მსგავსად ლაშას, 12 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ ბრძოლას გამართავს გიორგი ყუშიტაშვილიც, რომელმაც უკვე ხორვატი და ყაზახი მეტოქეები დაამარცხა.