EBS Korea საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს – გადამღები ჯგუფი ტურს ქვეყნის ტურისტულ ლოკაციებზე იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას – EBS Korea-ს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფი საქართველოში ახალი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფება, რომელიც შემეცნებითი გადაცემის – World Theme Travel ფარგლებში მომზადდება.

🎥 ფილმისთვის გადაღებები მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულ ლოკაციებს, მათ შორის:

  • თბილისი – ძველი უბნები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები;
  • კახეთი – რთველის სეზონი;
  • სამცხე-ჯავახეთი – ფარავნის ტბა;
  • იმერეთი – ოკაცეს კანიონი და პრომეთეს მღვიმე;
  • სამეგრელო – მარტვილის კანიონი;
  • სვანეთი – მესტია, უშგული, ქორულდის ტბა, ჭალაათის მყინვარი, შდუგრას ჩანჩქერი და შხარა;
  • მცხეთა-მთიანეთი – სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა და გერგეტის სამება.

📌 ვიზიტის ფარგლებში, კორეელი მედიის წარმომადგენლები ასევე გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ტრადიციულ ღვინოსა და კულტურულ მემკვიდრეობას.

EBS Korea-ს დოკუმენტური ფილმების რედაქცია იუთუბზე 5 მილიონზე მეტ გამომწერს და მილიონობით მაყურებელს ითვლის.

🎯 პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია კორეულ და საერთაშორისო აუდიტორიაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading