11 სექტემბრის ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა – ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მსოფლიო ისტორიაში

დღეს 11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა – ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მასშტაბური თავდასხმა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო ისტორია და საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების – „ალ-ქაიდას“ 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. თავდასხმები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა და შედეგად 2 977 ადამიანი დაიღუპა.

📍 08:46 საათზე – American Airlines-ის რეისი №11✈️ დაეჯახა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს.
📍 09:03 საათზე – United Airlines-ის რეისი №175✈️ შეეჯახა სამხრეთ კოშკს.
📍 09:37 საათზე – მესამე თვითმფრინავი (American Airlines №77) ✈️ვაშინგტონში, პენტაგონის შენობას დაეჯახა.
📍 10:03 საათზე – მეოთხე თვითმფრინავი (United Airlines №93),✈️ რომლის მგზავრებმა გატაცებულებს წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში, შენკსვილის მახლობლად ჩამოვარდა.

📌 11 სექტემბრის ტერაქტს არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არამედ ის გახდა აშშ-ისა და მთელი მსოფლიოსთვის უმძიმესი უსაფრთხოების, პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისის დასაწყისი.

📌 ამ დღეს მთელი მსოფლიო იხსენებს უდანაშაულო მსხვერპლს და გმირებს – მეხანძრეებს, პოლიციელებს, ექიმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანების გადასარჩენად თავიანთ სიცოცხლეს სწირავდნენ.

11 სექტემბერი მსოფლიო ისტორიაში დარჩა როგორც სევდის, თანაგრძნობის და დაუვიწყარი დანაკარგის დღე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading