სემეკ-მა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების დარღვევების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევები.

კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 50 000 ლარი დაეკისრა. ასევე, კომპანიას განსაზღვრული აქვს ვადა – 2026 წლის 28 თებერვლამდე უნდა მოამზადოს და სემეკს წარუდგინოს წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით საჭირო ღონისძიებების დეტალური პროექტი და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ასევე დაევალა, მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკს წარუდგინოს 2026 წლის საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, რომელსაც რუსთავის მერიასთან შეთანხმებული აქვს.

მიმდინარე პროცესი მიზნად ისახავს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading