⚽ ბულგარეთთან მატჩზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება
7 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, გაყიდვაში დამატებითი ბილეთები გამოჩნდება. 📌 სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის რეზერვირებული სექტორები – 1-ლი იარუსის მე-9 და მე-10, ასევე უსაფრთხოების ზონა – სრულად ბრუნდება გაყიდვაში რადგან ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს, რომ მათი გულშემატკივრები არ დაესწრებიან 7 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს საქართველოში. 🎟…