⚽ ბულგარეთთან მატჩზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება
7 სექტემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, გაყიდვაში დამატებითი ბილეთები გამოჩნდება.
📌 სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის რეზერვირებული სექტორები – 1-ლი იარუსის მე-9 და მე-10, ასევე უსაფრთხოების ზონა – სრულად ბრუნდება გაყიდვაში რადგან ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს, რომ მათი გულშემატკივრები არ დაესწრებიან 7 სექტემბერს დაგეგმილ მატჩს საქართველოში.
🎟 ბილეთების ფასი: 40 ლარი
🕛 გაყიდვა დაიწყება: 6 სექტემბერი, 12:00 საათზე
🌐 პლატფორმა: biletebi.ge
📍 ბილეთები განთავსებულია:
- პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორებში
- მეორე იარუსის მე-12-დან მე-17 სექტორამდე
გულშემატკივრებისთვის ეს დამატებითი შესაძლებლობაა, ეროვნულ ნაკრებს საშინაო კედლებში მხარი დაუჭირონ.