განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მცდელობისთვის 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში შენიღბულად იყო დამალული „სუბუტექსის“ 619 აბი.
🔹 ბრალდებული სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ის სამალავიდან ნარკოტიკის ამოღებას ცდილობდა.
🔹 ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading