,,როგორც ჩანს, თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება იმიტომ, რომ ის რადიკალური ანარქისტები უარს აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ისინი დარწმუნდნენ, რომ 2024 წლის არჩევნები უკვე შედგა და ვერ შეცვლიან, უკან ვერ დაატრიალებენ პროცესებს,” – ნინო წილოსანი

„მათ ყველაზე კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რადიკალურად შემცირებულ შედეგებს დადებენ და ეს იქნება მათთვის დამანგრეველი შედეგი, ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება, გადაწყვიტონ და ამაზე საუბრობენ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, ისინიც კი ვინც მიიღებს მონაწილეობას, ალბათ მოუწევთ სწორედ იმ მძიმე ტვირთით გასვლა საკუთარ ამომრჩეველთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლის ხმები გადაყარეს ნაგვის ურნაში იმით, რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში და რისთვისაც ისინი იყვნენ არჩეული, არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. ყველაზე უფრო მძიმე ბრალი, რაც მათ მიუძღვით, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ის მავნებლობები, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე ატარეს.

რაც შეეხება იმ ვაიპოლიტიკოსებს, ვინც დადიან ახლა დასავლეთის კაბინეტებში და კულუარებში და მუშაობენ დასანქცირებებზე, მე აქ ერთი რაღაც მინდა გავიხსენო – ჩვენ ხშირად გვსაყვედურობდნენ, რომ კი მაგრამ ისინი თუ აწვდენენ ხმას დასავლელ პოლიტიკოსებს, რიგ პოლიტიკურ ჯგუფებს, თქვენ რატომ არ შეგიძლიათ, რომ ეს ინფორმაცია მიაწვდინოთო. მე ვფიქრობ, იმ რაღაც გაშიშვლებულმა პოლიტიკურმა მოცემულობამ ყველას დაანახა, რომ აქ არ იყო უბრალოდ ინფორმაციის მიწვდენა-არმიწვდენაზე საქმე იმიტომ, რომ ჩვენი საგარეო გუნდი არაჩვეულებრივად მუშაობდა ყველა ფლანგზე. აქ იყო საუბარი ინტერესებზე. პოლიტიკა არის სწორედ რომ ინტერესების ომი და ის ადამიანები ბრიუსელიდან იქნებოდა თუ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტარები, ვინც გვებრძოდნენ, არ იბრძოდნენ იმიტომ, რომ რამე არ იცოდნენ, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. სწორედაც იცოდნენ, რომ ამ ქვეყანას, როგორი ხელისუფლება სჭირდებოდა, ამის საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ იმ განცხადებებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading