საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილება, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა ისაუბრა

,,გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.

როდესაც რუსების საგუშაგო გაკეთდა, ის ტერიტორია შემოიღობა მავთულხლართებით. სოფელში ჩამოდიოდა მდინარე, ისინი მდინარის გამოღმა მანამდე არასდროს გადმოსულან, მაგრამ ჩვენებმა რომ საგუშაგო გააკეთეს, ამათ შემოიწიეს კილომეტრ ნახევარი, ის მდინარეც გადმოლახეს. სოფელი მანამდე იმ ტყით ვსარგებლობდით, შეშა იქიდან გამოგვქონდა, ჯონჯოლზე დავდიოდით, პირუტყვი დაგვყავდა. ახალა ვერანაირად ვეღარ შევდივართ იქ, ერთ მწყემსს, რუსმა “სალდატმა” ისიც კი უთხრა, რომ 200 მეტრზე ახლოს არ მოხვიდე, თორემ გესვრიო.” – განაცხადა ელგუჯა ხარაზიშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading