სემეკი „ჯი ვი პი“-ს დარღვევებზე რეაგირებს – რუსთავის მერია მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, სემეკის მიერ კომპანია „ჯი ვი პი“-ს მიმართ გაცემული რეკომენდაციები მაღალი შეფასებით აღნიშნა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თუ კომპანიის მხრიდან რუსთაველების ინტერესები კვლავ იქნება უგულებელყოფილი, მერიას ექნება მკაცრი რეაგირება
როგორც ლაცაბიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან რუსთავში უპრეცედენტო წყალმომარაგების პროექტები განხორციელდა, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება მიუღებელია.

🔹 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „ჯი ვი პი“-ს მიერ რუსთავში შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილების გამო სანქციების დაწესებაზე მსჯელობს.
🔹 რუსთავის მერიამ სემეკს თხოვნით 2025 წლის ივნისში მიმართა, რის შემდეგაც კომისიამ დარღვევების ფაქტები დაადასტურა.
🔹 დამატებითი საჯარო სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საჯარო სხდომას ესწრებოდნენ ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები.
