ლატვიაში საქართველოს ელჩმა საქართველოს შესახებ ლექციები წაიკითხა
ქ. რიგის კულტურისა და ხელოვნების საჯარო სკოლებში, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის ლექციები გაიმართა, რომელიც ევროკომისიის კამპანიის – „Back to School“-ის ფარგლებში იყო ორგანიზებული.
ელჩმა ლატვიელ მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ტრადიციების, ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ელჩმა ასევე ისაუბრა დიპლომატის პროფესიის, მუშაობის თავისებურებებისა და პირადი გამოცდილების შესახებ.
ქ. რიგის საჯარო სკოლებში საქართველოს ელჩის ვიზიტი განხორციელდა ლატვიაში ,,ევროკავშირის სახლის’’ კოორდინაციით.



