დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

2025 წლის 29 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

სხდომაზე წარმოდგენილი და განხილული იყო შემდეგი საკითხები:

1️⃣ დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2️⃣ დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ (2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების დანართ №1-ში ცვლილებების შეტანა)

3️⃣ დადგენილება: გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ (საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანა)

4️⃣ განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024–2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებისა და 2024 წლის 25 იანვრის №გ-109 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობაზე

5️⃣ დადგენილება: დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ (2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა)

6️⃣ განკარგულება: დმანისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის სოციალური ქვეპროგრამების დამტკიცებისა და განხორციელების წესების შესახებ (2024 წლის 24 დეკემბრის №გ-109 განკარგულებაში ცვლილება)

7️⃣ განკარგულება: ქონების (ფართის) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

8️⃣ განკარგულება: უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) აუქციონის ფორმით გაცემის თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

9️⃣ განკარგულება: 2025 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის მოწონების შესახებ (საკრებულოს 2025 წლის 28 იანვრის №გ-109 განკარგულებაში ცვლილების შეტანა)

· 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading