დავით კარგარეთელი გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

დავით კარგარეთელი, გარდაბნის მერობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებთან.
შეხვედრაზე მოსახლეობას წარუდგინეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატები: დავით ჭინჭარაული, ლევან ხმალაძე და ლია მეტრეველი.


კარგარეთელი აცხადებს, რომ მათი მიზანია, მოსახლეობის მხარდაჭერით, შრომითა და ერთგულებით გარდაბანი კიდევ უფრო განვითარებული მუნიციპალიტეტი გახდეს.