მარნეული მშვილდოსნობაში საქართველოს თასის მესამე ეტაპს უმასპინძლებს
📅 18-21 სექტემბერი, 2025 წელი
📍 სოფელ წერეთლის სტადიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტი 18-21 სექტემბერს მასპინძლობს საქართველოს მშვილდოსნობის თასის მესამე ეტაპს. ღონისძიება ტარდება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით.
🏹 შეჯიბრება გაიმართება ინდივიდუალურ ფორმატში და მოიცავს მხოლოდ კლასიკური მშვილდის კატეგორიას.
21 სექტემბერს ფინალური შეხვედრების გარდა, ტრადიციულად გათამაშდება თენგიზ ნავერიანის სახელობის თასი, რომელიც სპორტის დამსახურებულ მუშაკს და მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებელს ეძღვნება.
✅ თასის მფლობელს გადაეცემა 3000 ლარის ფულადი ჯილდო.
✔ გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი