⚖️ ელენე ხოშტარიას ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე. ინფორმაციას უწყება ოფიციალურად ავრცელებს.

🔹 გამოძიების მიხედვით, 2025 წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ხოშტარიამ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც 570 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

🔹 ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ითვალისწინებს ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

📍 პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading