თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება მხარე

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში მუშაობის საშუალება. მნიშვნელოვანია, ყველამ შეიკავოს თავი და ჟურნალისტებზე ზეწოლა, ბულინგი დასრულდეს, რადგან მაუწყებელი არის ის მედიასაშუალება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად,რაც შეეხება შეთანხმებას, ბატონმა ვახუშტი მენაბდემგააჟღერა ეს შეთანხმება სრულიად მწყობრად. ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში. 22:00 საათზე ჩვენი საეთერო დრო ყოველთვის დაეთმობა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის სურვილი. ეს იქნება პარიტეტული დრო. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები, თუ ვინ იქნება საკონტაქტო პირი, ვინ მოვა სტუმრად და ასე შემდეგ. ასევე, ჩვენი შეთავაზება, რომ გაიმართოს ერთგვარი დისკუსია, კვლავ რჩება ძალაში და თუ ამის მზაობა იქნება, ვისაუბრებთ უკვე პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading