„როცა ჩვენ USAID-ის მოკვლევა დავიწყეთ, დაგვხვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ უბრალოდ ჭიების გორგალი”-ილონ მასკი

„როცა ჩვენ USAID-ის მოკვლევა დავიწყეთ, დაგვხვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ უბრალოდ ჭიების გორგალი. თუ თქვენ გაქვთ ჭიანი ვაშლი, ჭიის ამოღება შეგიძლიათ. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ჭიების გორგალი, ამას აზრი არ აქვს. USAID-ი ჭების გორგალია. ის არაა ვაშლი. ხოლო როცა არ არის ვაშლი, ის უბრალოდ უნდა მოიშორო. მისი შეკეთება შეუძლებელია“, –  განაცხადა ილონ მასკმა.

წაიკითხეთ მეტი

,,USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერი ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა და ეს ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს”-რიჩარდ გრენელი

„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უშვრებოდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტების გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, –   რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელ X-ში წერს

წაიკითხეთ მეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში კვლავ დაწერა, რომ სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატად იხილოს

„ჩვენ კანადის სუბსიდირებისთვის ვიხდით ასეულობით მილიარდ დოლარს. რატომ? ამის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ მათი არაფერი გვინდა. ჩვენ ულევი ენერგია გვაქვს, შეგვიძლია ვაწარმოოთ საკუთარი მანქანები, გვაქვს უამრავი სახერხი მასალა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ამ უზარმაზარი სუბსიდიის გარეშე კანადა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა. სასტიკი სიმართლეა. შესაბამისად, კანადა ჩვენი შესანიშნავი 51-ე შტატი უნდა გახდეს“, – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა…

წაიკითხეთ მეტი

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელია

USIAD-ის საიტზე წვდომა მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ. Reuters-ის ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს

წაიკითხეთ მეტი

ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა

აშშ-ში, ვაშინგტონში  American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

ტრამპმა არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

„დღეს მხვდა წილად ხელი მოვაწერო ბრძანებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უდანაშაულო ბავშვების ქიმიურ კასტრაციას და სამედიცინო დასახიჩრებას კრძალავს. ჩვენი ქვეყანა აღარ დააფინანსებს, დაასპონსორებს, ხელს შეუწყობს ან მხარს დაუჭერს ე.წ. „გენდერის დამკვიდრების დახმარებას“, რომელმაც ბევრი ძვირფასი სიცოცხლე უკვე გაანადგურა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა

წაიკითხეთ მეტი

ინდოეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე დაღუპულთა რაოდენობამ 10-ს გადააჭარბა

ტრაგედია რელიგიურ დღესასწაულზე, ინდოეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრაიაგრაჯში, ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული. არ გამოირიცხება, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოში ათობით დაშავებულია მოთავსებული. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. კუმბა-მელა, ანუ “ქოთნის დღესასწაული”, მომლოცველთა გრანდიოზული შეკრებაა ინდოეთში. ის მრავალი საუკუნეა იმართება, მაგრამ მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც მას ათეულობით მილიონი კაცი ესწრება. კუმბა-მელა,…

წაიკითხეთ მეტი

,,მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა”- ვლადიმერ პუტინი

„მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო, მას [ზელენსკის] რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ. ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების…

წაიკითხეთ მეტი

,,ევროპაში ბევრმა აირჩია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, „მაგრამ არა ბატონმა ფიცომ“-ვოლოდიმერ ზელენსკი

როცა ევროპის ბევრმა ქვეყანამ სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ რუსულ გაზზე უარი თქვა, ფიცომ სხვა გზა აირჩია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო „ძლიერი გადაწყვეტილება“, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროპაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას. ზელენსკის თანახმად, სწორედ ეს, ევროპისთვის პარტნიორებისგან მეტი ენერგორესურსია საჭირო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რადგან ამერიკული თხევადი აირისთვის ფულის გადახდაა…

წაიკითხეთ მეტი

რობერტ ფიცომ პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „მტერი“ უწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „მტერი“ უწოდა. რობერტ ფიკომ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებას აზერბაიჯანიდან გაზის შესაძლო ტრანზიტის შესახებ დაფარვის მანევრი უწოდა და უკრაინის პრეზიდენტს მტერი უწოდა. პრემიერის თქმით, სლოვაკეთს სურს გააგრძელოს რუსული გაზის შესყიდვა და ითხოვს მის ტრანსპორტირებას უკრაინიდან. ბატონ ზელენსკის სხვა რაღა დაერჩა, თუა არა აზერბაიჯანიდან გაზზე საუბარი….

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »