ინდოეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე დაღუპულთა რაოდენობამ 10-ს გადააჭარბა

ტრაგედია რელიგიურ დღესასწაულზე, ინდოეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრაიაგრაჯში, ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია დაღუპული.

არ გამოირიცხება, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოში ათობით დაშავებულია მოთავსებული. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

კუმბა-მელა, ანუ “ქოთნის დღესასწაული”, მომლოცველთა გრანდიოზული შეკრებაა ინდოეთში. ის მრავალი საუკუნეა იმართება, მაგრამ მხოლოდ ბოლო ათწლეულებია, რაც მას ათეულობით მილიონი კაცი ესწრება. კუმბა-მელა, რომელიც (Kumbha Mela) იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, მსოფლიოში ყველაზე დიდ რელიგიურ შეკრებად ითვლება და ადამიანთა ერთადერთი თავყრილობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს!

კუმბა მელა – 45-დღიანი დღესასწაული – ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მიიჩნევა. ამ დროს, განსაბანად, რეკორდული რაოდენობის, ასობით მილიონი მომლოცველი იკრიბება.

ქალაქი ჰარიდვარი, იგივე “ღვთის კარი”, ინდუისტური რწმენის თანახმად, ერთ-ერთია იმ 4 წმინდა ადგილიდან, სადაც დაეცა უკვდავების ნექტრის წვეთები, როცა ის ქოთნით გადაჰქონდა მითურ მეფე ჰარუდას – ნახევრად ფრინველსა და ნახევრად ადამიანს. 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading