დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესათან ერთად ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
მარნეულის მერმა, დაური ისმაილოვმა, პირველ მოადგილესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ცვლილებები მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენასთან დაკავშირებით.

ელექტრონული სისტემების დანერგვა ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის გამარტივებას, მუნიციპალურ სივრცეში არქიტექტურული, მშენებლობისა და ზედამხედველობის მონაცემების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ სახლიდან გაუსვლელად, დროულად მიმართონ მუნიციპალიტეტს და მიიღონ საჭირო რეაგირება.
დაური ისმაილოვის განცხადებით, ოპერატიული მუშაობა და მოქალაქეების განაცხადებზე დროული რეაგირება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ეფექტიანი მუნიციპალური მართვისთვის.
