სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, სადაც თ. ჩ., ინდმეწარმე ბ. კ. და პ. ნ. საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.


ინსპექტირებისას დადგინდა კრიტიკული დარღვევები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და ცხოველების დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
გამოვლენილ დარღვევებზე მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოებმა დროებით ფუნქციონირება შეაჩერეს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

