ვინ არის ე.წ. “კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა, მეტსახელად “ჯვარსკი“
ე.წ. “კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად “ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. “ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა,“ – ავრცელებს შსს.
დაკავებული რევაზ უბილავა საქართველოში, კერძოდ წალენჯიხაში 1993 წლის 10 აპრილს დაიბადა. თუმცა ბოლო წლბში ცხოვრობდა მოსკოვში, თურქეთსა და გერმანიაში.
რევაზ უბილავას დაკავებების შესახებ ინფორმაცია იძებნება არქივშიც. 2020 წელს ის სპეცოპერაციის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. იქამდე კი წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ. როდის და რა ვითარებაში გათავისუფლდა მაშინ უბილავა, უცნობია. უბილავა კრიმინალურ სამყაროში “ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდის” სახელით არის ცნობილი. ის “კანონიერ ქურდად” 2012 წელს, 19 წლის ასაკში “აკურთხეს”.