რომის პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქმე ეხება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის, უსამა ელმასრი ნაიემის გათავისუფლებას. ელმასრი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იტალიის ქალაქ ტურინში დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, რაზეც პასუხისმგებლობას მელონის აკისრებენ. იტალიის პრემიერ-მინისტრის გარდა, გამოძიება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგაც ჩატარდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

კიევი, ოდესა, ხარკოვი – უკრაინაზე ისევ დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უკრაინის რეგიონებზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანეს. არიან დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 28 იანვარს, შუაღამის შემდეგ დაწყებული შეტევის შედეგად, ქალაქ ოდესასა და ოდესის რაიონში ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ხორბლის საცავი. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რაიონში ერთი რუსული რაკეტაც მოიგერიეს. ორი კერძო სახლის…

წაიკითხეთ მეტი

უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა

რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების…

წაიკითხეთ მეტი

ტრამპის ადმინისტრაცია წარმოადგენს USAID-ის ახალ პოლიტიკას:,,ამერიკა პირველ ყოვლისა“

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა.დღეიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები გატარდება. აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ USAID-ის 10 ათასზე მეტ თანამშრომელს წერილი გაუგზავნა. „ამერიკის…

წაიკითხეთ მეტი

თურქეთის ქალაქ კონიაში სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა

თურქეთში, კონიას ცენტრალურ სელჩუკლუს რაიონში, სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევა სელჩუკის რაიონში, ბეიშეჰირის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Turkiye today ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (AFAD), 112-ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების დიდი რაოდენობა. წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5-6 ადამიანი იმყოფებოდეს.

წაიკითხეთ მეტი

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა

„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა, რომლებიც 19 იანვარს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში პალესტინელ პატიმრებში უნდა გაიცვალოს. სანაცვლოდ, „ჰამასი“ 200 პალესტინელს დაიბრუნებს, რომელთაგან 121-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათი ნაწილი ეგვიპტის გავლით მეზობელ ქვეყნებში იქნება დეპორტირებული. 16 პალესტინელი – ღაზაში, დანარჩენები კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაბრუნდებიან.

წაიკითხეთ მეტი

ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპის გამოსვლის შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა

 ტრამპმა საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი და OPEC ნავთობის მაღალი ფასების გამო უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელნი. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი 56 ცენტით დაეცა, ანუ 0.74%-ით, და ერთ ბარელზე 74.88 დოლარს შეადგენს, ხოლო Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 44 ცენტით შემცირდა, ანუ 0.56%-ით…

წაიკითხეთ მეტი

უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. „დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად…

წაიკითხეთ მეტი

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო. ორი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით 160-მდე არალეგალი მიგრანტი გვატემალაში გადაიყვანეს. არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ, პირველივე დღეს მოაწერა. პრეზიდენტმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს საზღვრის დაცვაში დახმარება დაავალა, ასევე ფართო შეზღუდვები დააწესა თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე და გაამკაცრა მოქალაქეობის მინიჭების საკითხი…

წაიკითხეთ მეტი

სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო, ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა

როგორც მედია წერს, მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს და აქტიურად საუბრობს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და უხარისხო სამშენებლო სამუშაოებზე. დემონსტრაციისას აქციის მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სერბეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პროკურატურამ 13…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »