აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო

აშშ-მა არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი დაიწყო. ორი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით 160-მდე არალეგალი მიგრანტი გვატემალაში გადაიყვანეს.

არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ, პირველივე დღეს მოაწერა.

პრეზიდენტმა უკანონო მიგრაცია საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს საზღვრის დაცვაში დახმარება დაავალა, ასევე ფართო შეზღუდვები დააწესა თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე და გაამკაცრა მოქალაქეობის მინიჭების საკითხი შტატებში დაბადებული ბავშვებისთვის.

„როიტერის“ ცნობით, , იგეგმება კიდევ 5 000-მდე მიგრანტის დეპორტაცია ელ პასოს, ტეხასის, სანდიეგოსა და კალიფორნიის მიგრანტთა დროებითი განთავსების იზოლატორებიდან

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading