ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და 2027 წლის გეგმები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების, ზედამხედველობის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება, სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წლისთვის დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მათი ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო საკითხებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ბუცხრიკიძე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#ქვემოქართლი #ინფრასტრუქტურა #რეგიონულიგანვითარება #Regionnews