მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიული წარმატებები უსურვა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხი დადებითად გადაწყდა. მათ შორის, მხარდაჭერილი იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი 10 პედაგოგის 2 500 ლარით წახალისების საკითხი და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცება.
2026 წლის 27 ოქტომბრის სხდომას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.