უკრაინული დრონებით შეტევამ ქალაქ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა

რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ქარხნის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რიაზანის ქარხანას დრონებით 24 და 26 იანვარს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროთა თანახმად, ხანძარი გაუჩნდა ქარხნის ნავთობის საცავს, დაზიანდა ნავთობის ტრანსპორტირების სარკინიგზო ხაზი და ჰიდროწმენდის დანადგარი. რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავების და ტრანსპორტირების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქარხანა ეკუთვნის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის” სტრუქტურის ნაწილია.

რუსეთის ხელისუფლებას ქარხნის მუშაობის შეჩერებაზე საჯაროდ არაფერი უთქვამს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading