14 თებერვალს, მიუნხენში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ

„ჩვენ ხვალ მიუნხენში შეხვედრა გვაქვს [რუსეთთან]. რუსეთი იქ ჩვენს ხალხთან ერთად იქნება. უკრაინაც მოწვეულია. ეს მაღალი თანამდებობის პირები იქნებიან როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან და აშშ-დან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. 

წაიკითხეთ მეტი

,,უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს”-დონალდ ტრამპი

„რაღაც მომენტში თქვენ მოგიწევთ არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. მან ასევე აღნიშნა, რომ „ზელენსკის რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგია“.- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. 

წაიკითხეთ მეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი სამსახურიდან დაითხოვა

მარტინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა სამმართველომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში იმ ნეგატიურ შედეგებზე იყო საუბარი, რაც შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვეს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

რუსეთმა კიევი დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით კიევი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაიბომბა კიევის ობოლონის, სვიატოშინის და გოლოსეევსკის რაიონები. ობოლონის რაიონში ორი საოფისე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. მათგან ერთ-ერთში დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი, მათ შორის ერთ ბავშვი, დაშავდა. კიევის სვიატოშინის რაიონში დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია….

წაიკითხეთ მეტი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხსენებული ქარხანა ოცზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს, მათ შორის, ბენზინს, მაზუთს, დიზელის საწვავს აწარმოებს. საწარმო რუსეთის არმიის მომარაგებაშიც მონაწილეობს. უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

,,უკრაინელები, შესაძლოა, ოდესღაც რუსეთის ნაწილი გახდნენ”-დონალდ ტრამპი

„იცით, მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ან არა. ისინი, შესაძლოა, ოდესღაც გახდნენ რუსეთი, ან არ გახდნენ. მაგრამ ჩვენ იქ ფული გვექნება და მე ვამბობ იმას, რომ მისი დაბრუნება მსურს. მე მათ ვუთხარი, რომ მინდა ეკვივალენტი, მაგალითად 500 მილიარდი დოლარის იშვიათი წიაღისეული ლითონების სახით. ისინი დამეთანხმნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში. 

წაიკითხეთ მეტი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა ჯერ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების აზრი გაიგოს

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ნაწილს კელოგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს. წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის მიხედვით, საუბარია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე მის იშვიათ მინერალებზე წვდომის სანაცვლოდ. ასევე, კელოგმა ევროპელებს დაუდასტურა აშშ-ის სურვილი, გააძლიეროს უკრაინის პოზიცია რუსეთთან ნებისმიერ სამომავლო…

წაიკითხეთ მეტი

ილონ მასკი “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” დახურვას ითხოვს

საკუთარ სოციალურ ქსელში ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი წერს, რომ “მათ აღარავინ უსმენს, რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს და წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს,” – წერს მასკი და აზიარებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული. გრენელის მიხედვით, “რადიო თავისუფლება”…

წაიკითხეთ მეტი

რამდენად მიზნობრივად ხარჯავს პენტაგონი თანხას – დონალდ ტრამპი თავდაცვის უწყების შემოწმებისთვის ემზადება

Fox News-თან საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პენტაგონში აუდიტის დროს მილიარდობით დოლართან დაკავშირებული თაღლითობა და თანხის ბოროტად გამოყენება გამოვლინდება. უწყებაში შემოწმებას ამჯერადაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს. პენტაგონამდე კი მილიარდერი, ტრამპის განკარგულებით, აუდიტს განათლების სფეროში ჩაატარებს.

წაიკითხეთ მეტი

,,თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის”-ვოლოდიმირ ზელენსკი

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ, ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს და არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ, როგორც არავის, ისე გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ომის დროს ჩვენი მოსახლეობა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია, რადგან ყველას ესმის, რა იქნება. რას ნიშნავს დღეს არჩევნები? მე საერთოდ არ მეშინია ამის, უბრალოდ რა იქნება? ჩვენ უნდა დავასრულოთ ან შევაჩეროთ საომარი მდგომარეობა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ,…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »