რუსეთმა კიევი დაბომბა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით კიევი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაიბომბა კიევის ობოლონის, სვიატოშინის და გოლოსეევსკის რაიონები. ობოლონის რაიონში ორი საოფისე შენობა ნაწილობრივ დაინგრა. მათგან ერთ-ერთში დაბომბვის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი, მათ შორის ერთ ბავშვი, დაშავდა.

კიევის სვიატოშინის რაიონში დაბომბვის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსის სახურავი დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რაც შეეხება გოლოსეევსკის რაიონს, იქ ორსართულიანი საწყობი დაიწვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

 ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading