ისრაელმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში სამხედრო ბაზა დაბომბა და ხუთ ვერტმფრენი გაანადგურა-„ცაჰალი“
ისრაელის თავდაცვის არმიის მტკიცებით, განადგურებულია AH-1 ტიპის ვერტმფრენები.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში მდებარე სამხედრო ბაზა დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი შემტევი ვერტმფრენი განადგურდა.
„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელური თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში დილიდან დაფრინავენ და სამხედრო მიზნებს ეძებენ.
ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.
