,,თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის”-ვოლოდიმირ ზელენსკი
„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ, ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს და არჩევნები ჩავატაროთ. ჩვენ, როგორც არავის, ისე გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ომის დროს ჩვენი მოსახლეობა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია, რადგან ყველას ესმის, რა იქნება. რას ნიშნავს დღეს არჩევნები? მე საერთოდ არ მეშინია ამის, უბრალოდ რა იქნება? ჩვენ უნდა დავასრულოთ ან შევაჩეროთ საომარი მდგომარეობა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ დავკარგავთ არმიას და ამით, ბუნებრივია, რუსები ბედნიერები იქნებიან. საბრძოლო მზადყოფნას, სულისკვეთებას და ა.შ. ყველაფერს კარგავ და ვერ შეინარჩუნებ ასეთ ჯარს. ხალხი სახლში დაბრუნდება და სახლში დაბრუნების სრული უფლება ექნებათ. ისინიც კი, ვინც არ დაბრუნდება, მორალურად… ეს პაუზაა. რუსეთი ამას აუცილებლად გამოიყენებს კონტრშეტევისთვის.
მე მიმაჩნია, რომ დღეს ამისთვის ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩემი აზრით, ტრამპს სურს ომის სწრაფად დასრულება. სწრაფი იქნება თუ არა, ჩვენ არ ვიცით, როგორ გამოვა, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერები უნდა ვიყოთ. ის ძლიერია, მაგრამ ევროპელებთან ერთად გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა მოსკოვმა მათთან ადაპტირების გზა იპოვა.
„რატომ? იმიტომ, რომ ყოველთვის რჩებოდა ასეთი ე.წ ხვრელი, როდესაც საბანკო სანქციებს აწესებენ, მაგრამ არა ყველა ბანკის მიმართ. ჩვენ ვსაუბრობთ ასობით გემზე, რომლებზეც სანქციები უნდა დაწესდეს და კაპიტნებზე, ეკიპაჟებზე, ყველა ადამიანზე, ვინც ამით არის დაკავებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო მკაცრი უნდა იყოს. ასევე, მან დაადასტურა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინელი ხალხის დასამშვიდებლად და ადამიანების სახლში დასაბრუნებლად.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ხალხი, რვა მილიონი, დაბრუნდეს.
ეს იქნება აბსოლუტურად ყველასთვის დამარცხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ტრამპისთვის. მას სჭირდება არამხოლოდ ომის დასრულება. ის უნდა დარწმუნდეს, რომ პუტინს არ ექნება შანსი, დაბრუნდეს ჩვენ წინააღმდეგ ომით. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა აღიაროს, მაშინ ეს იქნება გამარჯვება. ეს არის ის, რაზეც ყველამ უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ, რომ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება. და როცა ვიღაცას ასე ძალიან არ უნდა ომის დასრულება, არ შეიძლება მასთან ნახევარი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ის ამით აუცილებლად ისარგებლებს.
თუ მექნება გარანტია, რომ ამერიკა და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მზად ვიქნები მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ lTV News-თან ინტერვიუში განაცხადა.