აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა ჯერ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების აზრი გაიგოს
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ნაწილს კელოგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს.
წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის მიხედვით, საუბარია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე მის იშვიათ მინერალებზე წვდომის სანაცვლოდ. ასევე, კელოგმა ევროპელებს დაუდასტურა აშშ-ის სურვილი, გააძლიეროს უკრაინის პოზიცია რუსეთთან ნებისმიერ სამომავლო მოლაპარაკებებში.-ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.