აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში კვლავ დაწერა, რომ სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატად იხილოს
„ჩვენ კანადის სუბსიდირებისთვის ვიხდით ასეულობით მილიარდ დოლარს. რატომ? ამის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ მათი არაფერი გვინდა. ჩვენ ულევი ენერგია გვაქვს, შეგვიძლია ვაწარმოოთ საკუთარი მანქანები, გვაქვს უამრავი სახერხი მასალა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ამ უზარმაზარი სუბსიდიის გარეშე კანადა ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა. სასტიკი სიმართლეა. შესაბამისად, კანადა ჩვენი შესანიშნავი 51-ე შტატი უნდა გახდეს“, – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში კვლავ დაწერა