კატეგორია: რელიგია
გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე — ქართული სულიერების და განათლების მარადიული შუქურა
9 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს — ეს არის თარიღი, რომელიც ქართველ მორწმუნე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას, გაიხსენოს ერთ-ერთი უდიდესი სულიერი და კულტურული მოღვაწის ღვაწლი და მოღვაწეობა. გიორგი მთაწმინდელი XI საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო და კულტურული მოღვაწე, თბილელი (თბილისელი) ქართველი ბერი, მთაწმინდის (ათონის) მონასტრის წინამძღვარი, თარგმნის სკოლის ხელმძღვანელი და ქართული მწერლობის…
კვირას, 29 ივნისს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ
კვირას, 29 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართება აბიტურიენტთა დალოცვის ცერემონია. ღვთისმსახურება ტრადიციულად დაიწყება 10:00 საათზე.წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მიმართავენ მომავალ სტუდენტებს ლოცვითა და რჩევებით, გაამხნევებენ მათ საგამოცდო პერიოდის წინ და შესთხოვენ ღვთის შეწევნას. აბიტურიენტების დალოცვის ტრადიცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს ეკლესიის ჩართულობაზე ახალგაზრდების სულიერ მხარდაჭერაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას ზეიმობს
ლომისობა დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. საქართველოში ლომისას რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა. ნაგებობა ნატეხი ქვით არის ნაშენები და IX–X საუკუნეებით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანული ეკლესია აქ წარმართული ტაძრის ადგილზე აუგიათ. თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. დღესასწაულის ისტორია ლომისობა წინაქრისტიანულ…
მართმადიდებლური ეკლესია დღეს სულმოფენობას აღნიშნავს
სულთმოფენობა – სულიწმინდის მოვლენის დღე ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია. სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს… რა მოხდა ამ დღეს ? აღდგომიდან 50 – ე…
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“-გაიხსნა რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“, რომელიც…
Regionnews-ი ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს
ამაღლების დღესასწაული მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება. ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, უფლის მფარველობას და გაძლიერებას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე)მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი
ა.წ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) სამღვდელოებასთან, ტაძრის მგალობლებთან და წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამრევლოს სკოლის გუნდთან ერთად (ხელმძღვანელი ნონა მახათაძე) მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიის ეზოში მოეწყო საზეიმო ღონისძიება სამრევლო სკოლის მოსწავლეთა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა
მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში.
14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება
ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ. თამარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო….