საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე)მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი

ა.წ. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) სამღვდელოებასთან, ტაძრის მგალობლებთან და წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამრევლოს სკოლის გუნდთან ერთად (ხელმძღვანელი ნონა მახათაძე) მანგლისის სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ კი ეკლესიის ეზოში მოეწყო საზეიმო ღონისძიება სამრევლო სკოლის მოსწავლეთა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს დამსწრეთ სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ბ-ნმა გიორგი წიკლაურმა.

ეს იყო გამორჩეული დღე როგორც ეპარქიის, ისე მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში.

ღონისძიების შემდეგ სამრევლო სკოლის გუნდმა დიდგორის ველი მოინახულა. აქ მღვდელ გიორგი ჯანჯღავას მიერ გადახდილ იქნა პანაშვიდი სამშობლოსათვის თავდადებულთა სულთა საოხად.

სამრევლო სკოლის 100 მოსწავლე დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა თბილისში.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading