წმ.მოციქული ანდრია პირველწოდებულის უხრწნელი ტერფი
რომლითაც მოიარა საქართველო და იქადაგა ქრისტიანობა. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და სრულიად საქართველოს. სიწმინდე დაბრძანებულია ექს-ან-პროვანსში.საფრანგეთი.
რეგიონალური სიახლეები
რომლითაც მოიარა საქართველო და იქადაგა ქრისტიანობა. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და სრულიად საქართველოს. სიწმინდე დაბრძანებულია ექს-ან-პროვანსში.საფრანგეთი.
ამ დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ტრადიციულად ყველაზე მეტი მლოცველი ეწვევა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარს თბილისის ცენტრში, რომელსაც ასევე ცნობილია „ლურჯი მონასტრის“ სახელით. წმინდა ანდრიას, რომელიც მეთევზე იყო, იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. სწორედ მან მიიყვანა უფალთან თავისი უფროსი ძმა — სიმონ პეტრე. ანდრია მოციქული იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების,…
ღვთისმშობლის წილხვედრობის დღის დაწესების ინიციატივა პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის და 2019 წლიდან აღინიშნება. გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული…
,, …ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის…
ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში. 12 მაისს – დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი – ახალციხისა და…
სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.-ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა…
„დღეს არის წმინდა მენელსაცხებლე დედების ხსენება, რომლებიც სულ იყვნენ იესო ქრისტეს გვერდით და უზრუნველყოფდნენ პირველი ქრისტიანული თემის ცხოვრებას. მათ ეწოდებათ მენელსაცხებლე დედები, რადგან მიიტანეს ნელსაცხებელი, მაცხოვრის სხეულისთვის რომ ეცხოთ მისი სიკვდილის შემდეგ. ისინი დილაუთენია მიდიან საფლავზე, მაგრამ ქრისტეს სხეულს ვერ აღმოაჩენენ, რადგან იგი უკვე აღდგა მკვდრეთით. მაცხოვარი არაერთხელ ამბობდა, რომ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მაგრამ…
მცხეთა – “წმიდაი ესე დედაქალაქი”, ქართული სახელმწიფოს დაბადებისა და ჩვენი ერის მეორედ შობის ( გაქრისტიანების) ადგილია. სვეტიცხოველი ძველი და ახალი აღთქმის ორი უდიდესი სიწმიდის – წმ. ელიას ხალენისა და უფლის კვართის სამარხია.მცხეთა კვართის მცველი ქალაქიადა მისი მისია IV საუკუნეში გაცხადდა, როდესაც ღმრთის ნებით და წმ. ნინოს ღვაწლით ქალაქი და მისი არემარე სასწაულების არეალად გადაიქცა: ბაგინეთის…
27 აპრილს აღდგომის სწორზე მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ,…