22 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის და გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 22 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე, 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება. 25 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული

წაიკითხეთ მეტი

უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა, – პატრიარქი

„რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი. როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა. ლიტურგიაზე მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი…

წაიკითხეთ მეტი

,,დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები”-მეუფე შიო

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა. მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ…

წაიკითხეთ მეტი

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათის შემდეგ შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა რომელიც წითელ პარასკევს უნდა წაიკითხო

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეა. ტროპარი რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოჲ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღუარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა….

წაიკითხეთ მეტი

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით,…

წაიკითხეთ მეტი

დღეს დიდი ხუთშაბათია – ვნების კვირის უმნიშვნელოვანესი დღე

დიდი ხუთშაბათი იმით არის გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა,…

წაიკითხეთ მეტი

დიდი ოთხშაბათი ეს არის უმადურობის, ღალატის, ვერცხლისმოყვარეობის დღე!

დღე როდესაც მოძღვარი გაყიდეს. დღე, როდესაც უარი უთხრეს სიყვარულს. დღე, როდესაც სიკეთის წილ ბოროტება მიაგეს. დღეს ყველა ჩვენთაგანი იუდაა. ჩვენც, ჩვენი ქმედებებით ხშირად იუდას ვემსგავსებით.. თითოეული ჩვენგანის ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის – უმადურობა და ვერცხლისმოყვარეობა. წმინდა მამები ამბობენ – იუდას რომ ერთხელ მაინც გადაეხადა მადლობა ქრისტესთვის, ის ასეთ საშინელებას ვეღარ გააკეთებდაო. აი, რამხელა მნიშვნელობა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »