22 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის წმ. ნაწილთა აღმოყვანების დღეა

შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა! მისი ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს მისი ლოცვით გაბრწყინებულიყოს, გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა

წაიკითხეთ მეტი

20 თებერვალს არის სახლთანგელოზობა – სახლის ანგელოზის დღე

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე. სახლთ ანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს 20 თებერვალს) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი…

წაიკითხეთ მეტი

ინფორმაცია სააღდგომო მარხვის შესახებ

აღდგომის მარხვა დაიწყება 3 მარტს და დასრულდება 20 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით. 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით არის მსგეფსი (ოთშაბათი-პარასკევი არ არის მარხვა) 17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა (ოთშაბათი-პარასკევი არის მარხვა) მორწმუნეებს 24 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ მიიღონ ხორცი. 24 თებერვლიდან იწყება ყველიერის კვირა.მთელი კვირა შეიძლება რძის ნაწარმის, თევზის და კვერცხის მიღება. ყველიერის…

წაიკითხეთ მეტი

,,უსაზღვროა ღმერთის სიყვარული, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს სინანულმა, შორსაც რომ ვიყოთ ღვთისგან, იგი უკვე გვხედავს ჩვენ, პირველი მოიჩქარის ჩვენკენ, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს”- მეუფე შიო მუჯირი

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა. წმინდა ეკლესია აგრძელებს ჩვენს მომზადებას დიდი მარხვისთვის. ამიტომ დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან უძღები შვილის შესახებ, თუ როგორ მიდის იგი მამის სახლიდან, როგორ ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში არაწმინდებით, როგორ გაფლანგა ყველაფერი და ისეთ სიღატაკემდე მივიდა, რომ ღორების საჭმელიც კი სანატრელი გაუხდა. და, აი,…

წაიკითხეთ მეტი

15 თებერვალს ქრისტიანული ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა – ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა…

წაიკითხეთ მეტი

14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაული

ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქვეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა. კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებულისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.

წაიკითხეთ მეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის: 7 თებერვალს, პარასკევს 13:00 სთ. – თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“; 16:00 სთ. – ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში; 17:00 სთ. – ლოცვა…

წაიკითხეთ მეტი

7 თებერვალი ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი”

ევედრებიან ხორციელი სნეულების და მწუხარების დროს, ასევე მძიმე სნეულების და განსაცდელის ჟამს. შეგვეწიოს ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და განკურნოს ჩვენი სულის და ხორცის სნეულებანი.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »