20 თებერვალს არის სახლთანგელოზობა – სახლის ანგელოზის დღე

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე.

სახლთ ანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს 20 თებერვალს) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია.

“ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო

კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…

ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading