მიხეილ გოგოლიძემ ბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა.
როგორც მიხეილ გოგოლიძემ აღნიშნა, ბოლნისის გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და უკვე დასრულებულია. ობიექტი ოპერირებას მიმდინარე წლის ბოლოს შეუდგება.


„ახალი გადამტვირთავი სადგურის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯებს. გამართული ინფრასტრუქტურა კი პირდაპირ უკავშირდება გარემოს უსაფრთხოებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას,“ – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.
სადგურის ამოქმედება რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
