დმანისში ფილმის „ერის საგანძური“ პრემიერა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, მერის მოადგილეებთან და ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის ახლად რეაბილიტირებულ თეატრში ფილმის „ერის საგანძური“ პრემიერას დაესწრო.

დოკუმენტური ფილმი საპატიო დმანისელის, ღირსეული მამულიშვილის – ჯუმბერ კოპალიანის ცხოვრებასა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზას ასახავს. ფილმში წარმოდგენილია მისი წვლილი დმანისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

ღონისძიებაზე დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯუმბერ კოპალიანს მრავალწლიანი შრომისა და დმანისის კეთილდღეობისთვის გაწეული ღვაწლისთვის. მერის თქმით, მსგავსი ადამიანები საზოგადოებისთვის ინსპირაციის წყაროა და მათი საქმიანობა ღირსეულად უნდა დაფასდეს.

ფილმის ჩვენება პროექტის „თუმანიშვილი 100“-ის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული თეატრისა და კულტურის განვითარებაში გამორჩეული ადამიანების ღვაწლის პოპულარიზაციას.

დმანისის თეატრის დარბაზში ფილმის წარდგენას ადგილობრივები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading