ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიზაინერი რატი რატიანი (მოდელ თამთა შედანიას მეუღლე) დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 ნოემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი რატი რატიანი დააკავეს – ის მოდელ თამთა შედანიას მეუღლეა.

გამოძიების ინფორმაციით, რატიანს საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდა სათბური, სადაც კანაფს უკანონოდ ამუშავებდა. პოლიციამ ამოიღო 283 ძირი მცენარე „კანაფი“, 3 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“ და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დანაშაულები სსკ-ის 260-ე, 260¹ და 265¹ მუხლებითაა გათვალისწინებული და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading