შეუერთდი გლობალურ მოძრაობას, აჩუქე დედამიწას 1 საათი!
22 მარტს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე უარი თქვი ელექტროენერგიის გამოყენებაზე და გამოხატე მხარდაჭერა კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესისადმი.
„დედამიწის საათის“ ისტორია 2007 წლიდან დაიწყო და ის ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ სამოქალაქო მოძრაობად ჩამოყალიბდა.
ღონისძიება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.