საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მომავალში – არატექნიკურ სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გარდა ამისა, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისელი სტუდენტებისთვის ფულადი სტიპენდიის პროგრამა იწყება! 🎓

სტუდენტთა საყურადღებოდ! ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო, მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და დოქტორანტურის პროგრამების წარჩინებული და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისების პროგრამას. მერია სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე: • ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან; • სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში; • სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან; •…

წაიკითხეთ მეტი

აბიტურიენტებს წელს პროფესიული კოლეჯების დამატებით არჩევის შესაძლებლობა ექნებათ

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, 2026 წელს აბიტურიენტები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით სამი პროფესიული კოლეჯისა და პროფესიული პროგრამის შემოხაზვას შეძლებენ. მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლების არჩევაზე შეზღუდვა არ დაწესდება, ხოლო ახალი ცვლილების მიზანია, იმ აბიტურიენტების დაზღვევა, რომლებიც შესაძლოა უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ და სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩნენ. ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი მასტერკლასების კვირეულს აცხადებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასების კვირეული, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და შემოქმედებით მიმართულებას მოიცავს. 📅 განრიგი: 📍 მასტერკლასები გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.📣 დასწრება თავისუფალია.

წაიკითხეთ მეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა…

წაიკითხეთ მეტი

გივი მიქანაძემ უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმების დეტალები წარმოადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უნივერსიტეტის სახელწოდებად დარჩება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინისტრის თქმით, რეფორმა ეფუძნება სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო გამოცდილებასა და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს. უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესს მართვის…

წაიკითხეთ მეტი

ზოგადი განათლების რეფორმა: რეპეტიტორიუმი მე-11 კლასში და ერთ სტანდარტულ სახელმძღვანელოს პრინციპი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასში სკოლებში დაინერგება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება ასე: 2026-2027 წლიდან დაწყებითი საფეხური – I–VI კლასები, საბაზო საფეხური – VII–IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური…

წაიკითხეთ მეტი

განათლების სამინისტრო ერთ სტანდარტულ სახელმძღვანელოს პრინციპს შემოიღებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას პრინციპი „ერთი კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო“, რომლის სრული განხორციელება 2028 წლის სექტემბრამდე იგეგმება. მისივე თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე (I–VI კლასი) სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა. ასევე, სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესები, რომლებიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ…

წაიკითხეთ მეტი

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უნივერსიტეტის სახელწოდებად დარჩება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. გივი მიქანაძის განმარტებით, გაერთიანება საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საერთაშორისო…

წაიკითხეთ მეტი

სკოლებში ბულინგის პრევენციისთვის მანდატურებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა გაიზრდება

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მიხედვით, სკოლებში ბულინგის პრევენციის მიზნით გაძლიერდება უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის მექანიზმები. დოკუმენტის თანახმად, რეგულარულად ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, ხოლო მასწავლებლებს გაუმჯობესებული გადამზადება ჩაუტარდებათ ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის. ამასთან, გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისებით.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »