სკოლებში ბულინგის პრევენციისთვის მანდატურებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა გაიზრდება
მთავრობის მიერ დამტკიცებული „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მიხედვით, სკოლებში ბულინგის პრევენციის მიზნით გაძლიერდება უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფის მექანიზმები.
დოკუმენტის თანახმად, რეგულარულად ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად, ხოლო მასწავლებლებს გაუმჯობესებული გადამზადება ჩაუტარდებათ ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის.
ამასთან, გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა და ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისებით.