როგორ დამკვიდრდა საქართველოში „ძველით ახალი წელი“ – ტრადიცია
საქართველოში „ძველით ახალი წლის“ აღნიშვნა 105 წლის წინ, 1919 წლის 13 იანვრის ღამეს დაიწყო. ტრადიციის საფუძველი კალენდრის ცვლილებას უკავშირდება – 1918 წელს ამიერკავკასიის სეიმმა იულიუსის კალენდარი გრიგორიანულით ჩაანაცვლა, რის შედეგადაც თარიღებს შორის 13-დღიანი სხვაობა გაჩნდა.
მიუხედავად ოფიციალური ცვლილებისა, რელიგიური დღესასწაულების ნაწილი კვლავ „ძველი სტილით“ აღინიშნებოდა, მათ შორის ახალი წელიც. სწორედ ამიტომ, 1919 წლის 13 იანვრის ღამეს ქართველებმა პირველად იზეიმეს „ძველით ახალი წელი“, რასაც თბილისსა და რეგიონებში ხმაურიანი ზეიმი და ტრადიციული თოფის სროლაც ახლდა.
ასე ჩამოყალიბდა დღესაც პოპულარული ტრადიცია, რომელიც ისტორიულ მოვლენებს, კალენდრის რეფორმასა და ქართულ ხასიათს აერთიანებს.