ბოლნისის მერის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ადგილობრივ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც მოსახლეობის პრობლემების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading