დმანისის მუნიციპალიტეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოაქალაქეებთან ერთად, სოფელ გომარეთში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სასულიერო პირებმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall




