საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გიორგი ჭიჭინაძემ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის ანგარიში წარუდგინა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, წარუდგინა. აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა. მოცემული პერიოდის მანძილზე,…

წაიკითხეთ მეტი

ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, განსხვავებული იყო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილების შედეგად, დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის, როგორც ანაზღაურების,…

წაიკითხეთ მეტი

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მიზანია არსებული რესურსისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას. მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე – ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას. #ცესკო ახალგაზრდობის სააგენტო •…

წაიკითხეთ მეტი

Scope Ratings – მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს და სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს

წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings საქართველოში მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს აფასებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული,  კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გაზრდის, ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერასა და ეკონომიკურ ზრდას. „საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს (GCCA) და პოლონეთის (UOKiK) კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უწყებებმა თანამშრომლობა დაიწყეს

საქართველოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა(GCCA) და პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისს(UOKiK) შორის თანამშრომლობა დაიწყო. მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მენტორობის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 20 თებერვალს, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის და UOKiK-ის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით, ონლაინ ფორმატში, პირველი სამუშაო…

წაიკითხეთ მეტი

სპორტის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი, ლაშა მაღრაძე და საელჩოს დიპლომატი არენ არაქელიანი. საქართველოს სპორტის სამინისტრო

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი პროექტი. „ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, აქედან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ საგანმანათლებლო კუთხით, რომელიც მოქალაქეებზეა…

წაიკითხეთ მეტი

ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის” მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. აღნიშნული ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და…

წაიკითხეთ მეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა. ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) საჯარო სხდომაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისა და ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების შესახებ იმსჯელეს

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს, კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ქოლ ცენტრის ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის სოციალური გვერდის საშუალებით. სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »